|
2018-10-04 18:49:14, 2668 ნახვა
კომენტარი
ბურჭულაძე: ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს ჩემს მეუღლეს სათქმელი, რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი
ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის" პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მის მეუღლეს პროკურატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს მისაწოდებელი. როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ინფორმაცია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც ეხება. „გუშინ მობრძანდა გიორგი ლომთაძე, პროკურატურის გამომძიებელი. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მოსამართლის თანდასწრებით და შეთანხმდნენ რომ 8 რიცხვში მივიდოდა და დაკითხვა მოხდებოდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი. სხვათა შორის რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი. და ისინი თავს არიდებდნენ ამას. უნდათ შექმნან, რომ ვითომ გაიქცა ვინმე ქვეყნიდან. გასაქცევად ჩემი აზრით ემზადება ბიძინა ივანიშვილი. 2012 წელს მასთან ჰქონდა შეხვედრა ფონდ იავნანას პარიზში წასვლასთან დაკავშირებით მაგრამ იქ გადაუხვიეს თემას და სხვა თემაზე ჰქონდა საუბარი. ამასაც მოუყვება მათ. ისე რომ ძალიან საინტერესო დაკითხვა იქნება და ჩვენ თვითონ გვინდოდა მარტის თვიდან მაგრამ დღეს დაასწრეს, იმიტომ რომ ხვალ მე მაქვს შეხვედრა ელჩებთან, მე მაქვს საზოგადოებასთან შეხვედრა და მინდა ყველაფერი მოვუყვე თუ რა წნეხის ქვეშ არის ფონდი იავნანა“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)