|
2018-10-02 19:20:25, 1285 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: ზურაბიშვილი ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია
„სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით და ღირსებით გამორჩეული ადამიანია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრეზიდენტობის კანდიდატს ძალიან მაღალი მორალური სტანდარტი აქვს. "იგი იდგა როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც იბრძოდა სამართლიანობისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მე, მეამაყება, რომ იგი დღეს ჩემი კოლეგაა. ერთადერთი, რაც მწყინს მისი საპრეზიდენტო კამპანიის პროცესში, არის ის, რომ ჩვენ დავკარგავთ ძალიან ღირსეულ კოლეგას პარლამენტში. ადამიანს, რომლის გადაწყვეტილებებს და შეფასებებს მე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამ და ჩემთვის მისი აზრი სულერთი არასდროს იქნება და ერთგვარი მორალური ტექსტია სალომე ზურაბიშვილი, როდესაც შენ ასე თუ ისე იქცევი, ის როგორ აფასებს შენს დამოკიდებულებას , რადგან ამ ადამიანს აქვს ძალიან მაღალი მორალური სტანდარტი და მისი ეს სტანდარტი მოდის მისი შთამომავლობით, მისი აღზრდით, მისი პიროვნული ღირსებებით. მე ნამდვილად მგონია, რომ აქ ასპინძაში ასეთ ღირსეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ასპინძა არის ის რაიონი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ისტორიულად დიდ ქართულ სახელმწიფოსთან“, - განნაცხადა ფოფხაძემ.
(NS)
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)