12:31 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-29 12:03:52, 2072 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე: ამბობენ, ორჯერ ერთი და იგივე მდინარეში შესვლა არ შეიძლებაო

„ამბობენ, ორჯერ ერთი და იგივე მდინარეში შესვლა არ შეიძლებაო და ორჯერ მდინარეში, რომელმაც კიდევ დაიკლო, შესვლა უფრო ძნელია“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს:

„უფლებამოსილებების შეკვეცის პარალელურად, ყველა პრეზიდენტს აქვს მმართველობის, პოლიტიკური საქმიანობის თავისი სტილი. ეს ხუთი წელი მართლაც რთული იყო იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლებიც სქართველოს ჰქონდა. ჩვენი დინამიკისთვის, პრეზიდენტი, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის წევრი და ბუნებრივად, ამ ძალიან აღელვებულ, ემოციურ, ხშირად ეგზალტირებულ პოლიტიკოსთა გუნდს ან ერთს, ამ მეორეს, ან მესამეს... ან მეათეს... როდესაც რამეს ბოლომდე არ შეუსრულებ, ან ნაწილობრივ გაუკეთებ, ისეთი აღშფოთება არის ხოლმე, რომ ეს ძნელი გადასატანია და მისაღებია პრეზიდენტისთვის, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ არის.

ეს იყო ის ხუთი წელიწადი, როცა რთული იყო ამ სივრცეში პრეზიდენტობის და პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნება. იმიტომ, რომ შესანარჩუნებელი იყო ინსტიტუტი, რომელსაც მეთოდურად დემონტაჟით ემუქრებოდნენ. ამავე დროს, ამ ბალანსის დაკავება.

იგივე როლის შესრულება იგივე პიროვნებისთვის, ფაქტობრივად, ყველა წაღებული უფლებით, რომელიც აქამდე მქონდა, მათ შორის, მაგალითად საერთაშორისო, შიდა პროცესებზე, სასამართლო ხელისუფლების ფორმირებაზე - ამის გარეშე ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა... ანუ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ნახავდით იგივე პერსონაჟს, ბევრად ნაკლები ძალით და ეს არ იქნებოდა სასარგებლო პოლიტიკური პროცესისთვის. ამიტომაც გამოვედი ამ თამაშიდან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics