11:46 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 11:13:01, 2283 ნახვა

კომენტარი
გახარია „ომეგას“ სარჩელზე - დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და სიამოვნებით ჩავალ

„დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ დაახლოებით ექვსი წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შეკითხვას „ომეგა ჯგუფის“ მიერ ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან და მის დაკითხვაზე გამოძახებასთან დაკავშირებით.

მინისტრი ფიქრობს, რომ ყველა კითხვას, რომელიც მაღალჩინოსნების მიმართ ჩნდება, შესაბამისმა ორგანოებმა პასუხები უმოკლეს დროში უნდა გასცენ.

„როდესაც არსებობს ეჭვები, განსაკუთრებით ჩინოვნიკებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად. იმისათვის, რომ გაურკვეველ კითხვებს გაეცეს შესაბამისი პასუხები“, - აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფმა“ ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო. „ომეგას“ ინტერესებს მსოფლიოში ცნობილი საადვოკატო ფირმა "ფილდფიშერი" დაიცავს.

იურისტების მიერ შედგენილ სიაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძიინა ივანისვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ყოფილი სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანი და სახემწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზო ჩუბინიძე არიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics