11:47 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 20:47:01, 2032 ნახვა

კომენტარი
სარალიძე: ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, დაგვიდექით გვერდით, რომ ეს მკვლელები ქვეყანას მოვაშოროთ

„ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, დაგვიდექით ყველა გვერდით, რათა ეს მარაზმი კობახიძეები დავასრულოთ ამ ქვეყანაში“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, ცდილობდა აქცია აპოლიტიკური ყოფილიყო, თუმცა ხელისუფლებამ ამის საშუალება არ მისცა.

„მთელი ცხრა თვის განმავლობაში ერთი და იგივე მესმის, რომ პოლიტიკურად მართულია ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. დღემდე ვცდილობდი, აპოლიტიკური ყოფილიყო ეს აქციები, მაგრამ მთელმა ხელისუფლებამ თავად გადაიტანა პოლიტიკურად ეს და გვდევნიან. პოლიტიკამ მოუკლა მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილი, პოლიტიკოსები აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს ხელს. მე ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით, იმიტომ რომ ეს მკვლელები უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას. გთხოვთ, როგორც შვილმოკლული მამა, დაგვიდექით ყველა გვერდით, რათა ეს მარაზმი კობახიძეები დავასრულოთ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან გამართულ ბრიფინგაზე, „ქარონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია პოლიტიკური ხდება. მან პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტთან მისვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics