|
2018-09-26 15:00:02, 1810 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი - ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის
პრეზიდენტის საპარლამენტო მდიბვანი ანა ნაცვლიშვილი ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვის დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდნეტებისთვის, რომ მათი უსაფრთოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე. ,,დღევანდელი კანონმდებლობით სახელმწიფო კანონით არის ვალდებული უზრუნველყოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება სპეციალური დაცვის სამსახურის მეშვეობით, მაგრამ ახლა მომზადდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკვე ყოფილ პრეზიდენტს კანონით აღარ ექნება დაცვის ეს გარანტია და დაიცავს თუ არა მას სახელმწიფო ეს იქნება დამოკიდებული არა კანონზე, არამედ მთავრობის კეთილ ნებაზე. ეს ცვლილება პრინციპულად არასწორია, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ამავე დროს არის უმაღლესი მთავარსარდალი, არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, მას სჭირდება დაცვის უმაღლესი გარანტიები და ასევე ძალიან ნათელია, გამომდინარე იმ ფაქტორიდან, როდის მომზადდა ეს ცვლილებები და რა კონტექსტი გვაქვს: - ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, ახალი კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურებათ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)