|
2018-09-24 12:59:30, 2253 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: სამედიცინო მომსახურების მოთხოვნის გამო, მერაბიშვილი და მისი კოლეგები ადამიანებს სჯიდნენ
„სამედიცინო მომსახურების მოთხოვნის გამო, წლების წინ ვანო მერაბიშვილი და მისი კოლეგები სჯიდნენ ადამიანებს, რაც ხშირად სამწუხაროდ სიკვდილით მთავრდებოდა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებას, რომ ყოფილი პრემიერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ გადის. თალაკვაძის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემა ყველა მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია. „ადვოკატების განცხადების შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა თუ რა განსხვავებაა ვანო მერაბიშვილის ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემასა და დღეს ჩვენი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემას შორის. როდესაც ადამიანს, მის ადვოკატებს, შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით გამოთქვან თავსი პოზიციები, მიიღონ ალტერნატიული სამედიცინო აზრი, ჩაიტარონ გამოკვლევები სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და საერთოდ, ეს გახდეს მსჯელობის საგანი, რისთვისაც წლების წინ სწორედ ვანო მერაბიშვილი და მისი კოლეგები სჯიდნენ ადამიანებს, რაც ხშირად სამწუხაროდ სიკვდილით მთავრდებოდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. უწყებაში მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)