|
2018-09-20 19:39:55, 2305 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - უწყებათაშორისი კომისია პარტიებისთვისაა შექმნილი და მინდა მათ წარმომადგენლებს ვთხოვო, ზრდასრული ადამიანებივით მოიქცნენ
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უწყებათაშორის კომისიასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებებს გამოეხმაურა. მინისტრმა კახიძის განცხადებები დაგმო და კომისიაში წარმოდგენილი პარტიების წევრებს მოუწოდა, ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავის შეიკავონ. „წინა სხდომაზე პროცედურულ საკითხს ვუყარეთ კენჭი იმასთან დაკავშირებით, უნდა ყოფილიყო თუ არა ჩვენი სხდომები დამსწრე საზოგადოების მხრიდან მობილური ტელეფონებისა თუ სხვა მოწყობილობების საშუალებით ლაივში გადაცემული და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ჩვენი მიდგომა ვერ იქნება. ამ გადაწყვეტილების შედეგად, დღეს მობილური ტელეფონები გარეთ არავის დაუტოვებია და მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ, კანდიდატების ინტერესებიდან გამომდინარე, შევეცადოთ, ამ დარბაზში მაქსიმალურად სერიოზული სამუშაო გარემო შევქმნათ. მინდა, კომისიის სახელით დავგმო ის განცხადებები, რასაც ტელევიზიით ვისმენთ ხოლმე, როდესაც, მაგალითად, მოწვეული სტუმრების ზოგიერთი წარმომადგენელი ტელევიზიით სხვა წარმომადგენელს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, უწოდებს „კლოუნს", „არასერიოზულს" და ამისათვის იყენებს სხდომისას ჩუმად გადაღებულ კადრებს და „ფეისბუქზე" მიდის ერთმანეთის გაშარჟება. ეს ფორმატი შექმნილია პარტიებისთვის და პარტიების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მინდა, უმორჩილესად ვთხოვო, რომ ყველანი მოიქცნენ ზრდასრული ადამიანებივით და ერთმანეთს არ მიაყენონ შეურაცხყოფა ფარულად ჩაწერილი, „ფეისბუქზე" გავრცელებული კადრებით. კომისიის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ, იქნება ეს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია და ორი პარტია თუ უფრო მეტი, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტენ, აღარ დაესწრონ კომისიის სხდომებს, არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ, აზრი შეიცვალონ და ნებისმიერ დროს მომდევნო პროცესში შემოგვიერთდნენ ან გააგრძელონ, როგორც ეს წარსულში გაუკეთებიათ − სხდომებზე აღარ მოსულან, მაგრამ წერილობით რეჟიმში ძალიან ინტენსიური მუშაობა გაუგრძელებიათ ხოლმე და სინამდვილეში ეს ბოიკოტიც არ ყოფილა, რაც ძალიან კარგია. მათი კანდიდატების ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ პარტიები გააგრძელებენ ჩვენთან ერთად მუშაობას", - განაცხადა მინისტრმა.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)