|
2018-09-20 19:25:16, 2598 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: არ უნდა დავუშვათ, რომ პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს მუშტებით დაუპირისპირდნენ
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს მუშტებით დაუპირისპირდნენ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორის კომისიაზე განაცხადა. მისი თქმით, 2014-2015 წლებში პარტიების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ფაქტები შემირდა. „ფიზიკურ დაპირისპირებას რაც შეეხება, თუ არ მეშლება, ეს არის პირველი შემთხვევა, რომელიც ამ არჩევნებისთვის შექმნილი კომისიის ფარგლებში იხილება და განსაკუთრებით სამართალდამცავ უწყებებს მინდა, ვთხოვო ყურადღება ასეთ თემებზე, რადგან, როგორც წინა არჩევნებზე ვნახეთ, ამგვარი საქმეების რიცხვი იყო დრამატულად შემცირებული 2014-2015 წლებში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს მუშტებით დაუპირისპირდნენ. ეს ნამდვილად არასერიოზულია და თუკი ფიზიკური დაპირისპირება იღებს უკვე იმ ფორმას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით შეიძლება დაკვალიფიცირდეს, იქ, რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოების პასუხი უნდა იყოს საკადრისად მკაცრი", - განაცხადა წულუკიანმა.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)