14:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 12:39:22, 2161 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი კანაფის კანონპროექტზე: საპატრიარქოს აზრს აქვს ძალიან დიდი გავლენა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კანაფის კულტივაციის თემაზე პატრიარქის განცხადებას ეხმაურება. 

ჩუგოშვილის თქმით, კანონპროექტი ორი ნაწილისგან შედგება. პოლიტიკოსი განმარტავს, რომ კანონპროექტის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მოხმარების რეგულაციას შეეხება, ნაკლები დისკუსია არსებობს და დასძენს, რომ აზრთა სხვადასხვაობა კანონპროექტის მეორე ნაწილმა გამოიწვია, რომელიც ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის საკითხს შეეხებოდა.

„ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ გადავდოთ ამ საკითხის განხილვა, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების თითქმის ყველა წრეში ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ან ჩვენ გვჭირდება, ერთი მხრივ, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ ზუსტად რა იგულისხმება, ან ჩვენ გვჭირდება, რომ მეტად მოვისმინოთ მოსახლეობის აზრი ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან არის რეაქციები არაერთგვაროვანი და გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა. ბუნებრივია, იმიტომ რომ არ არის მარტივი საკითხი, ამიტომ დამატებით დროს გამოვიყენებთ კონსულტაციებისთვის და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გავაგრძელებთ ამ კანონმდებლობაზე მუშაობას. ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციისა და ექსპორტის მიზნებისთვის ნაწილს, პირადად მე ვეთანხმები, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. გადამწყვეტი იყო მთლიანად საზოგადოების პოზიცია, რადგან საერთო პოზიცია იყო ნეგატიური ამ საკითხის მიმართ და ამიტომ არ გამოვყოფდი რომელიმე ერთ ჯგუფს, თუმცა, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს აზრს აქვს ძალიან დიდი გავლენა", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics