|
2018-09-14 13:15:11, 1364 ნახვა
კომენტარი
ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი: ბიზნესმენ კვირკვიას ქრთამი არ შემოუთავაზებია
ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი, გია გულორდავა, სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა. გამოძიება გულორდავას რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას შესაძლო კორუფციულ გარიგებას ედავება. გულორდავამ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბარში ქრთამის აღება უარყო და განაცხადა, რომ არ იცის რაზეა საუბარი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში და არც აინტერესებს. „ქრთამი არ შემოუთავაზებია. მას უნდოდა, რომ ტერიტორია, პირდაპირ, იჯარის წესით მიგვეცა, ხოლო ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, მიეღო მონაწილეობა ამაში და თუ გაიმარჯვებდა, იქნებოდა მისი. მე თუ უარი ვუთხარი მის მოთხოვნაზე, რაში უნდა მოეცა თანხა მითხარით?“, - განაცხადა გია გულორდავამ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. „ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობა. გამოძიებას რომ ხელი არ შეშლოდა, რაღაც არ გეთქვათ მერე თქვენ, ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე ზეწოლას ვახორციელებ და ა.შ.", - აღნიშნა ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა. ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას და მის მოადგილეს, გია გულორდავას ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს.
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)