|
2018-06-04 12:09:59, 2589 ნახვა
ეკონომიკა
მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა
მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-6,6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0,1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (4,0 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (1,7 პროცენტი), ასევე თევზეულზე (1,5 პროცენტი). ტრანსპორტი: ფასები გაზრდილია 1,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1,1 პროცენტი). საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები მომატებულია 1,8 პროცენტით, რაც 0,56 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21,6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4,6 პროცენტი), თევზეული (4,2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2,6 პროცენტი), ასევე ყავა, ჩაი და კაკაო (1,4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,4 პროცენტი). ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,5 პროცენტიანი ზრდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6,1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 6,4 პროცენტით, რაც 0,43 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (10,9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,38 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (5,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4,3 პროცენტით, რაც 0,35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (6,8 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,3 პროცენტი).
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)