|
2018-06-03 22:18:45, 1054 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა
სადაც ჩემი შვილის მხარდამჭერები არიან, ყველგან ვიქნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ პარლამენტთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მისი განმარტებით, ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნით დარჩება, შემდეგ კი სახლში წავა, რადგან მეუღლე ჰყავს ცუდად. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსთაველზე, აქციაზე 18:00 საათისთვის იმიტომ ვერ მივიდა, რომ მისი მეუღლე ცუდად იყო. მან პოლიტიკოსებთან დაპირისპირება გამორიცხა და აღნიშნა, რომ მასთან სახლში მისულ პოლიტიკოსებს თავად უხმო. მისივე თქმით, ბოდიშს მოუხდის აქციის მონაწილეებს, რომ დღეს ვერ შეუერთდა და უკან, სახლში დაბრუნდება. დავით სარალიძის მამა ამობობს, რომ ვაკის პარკში, სადაც მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა სახალხო დამცველზე იძალადეს. ასევე, მისი თქმით, იქ მყოფი ახალგაზრდები საფრთხეში არიან. „ჩემი მხარდაჭერა თუ გინდათ, აქ მოდით!“ -განცხადა სარალიძემ. ასევე, ზაზა სარალიძის თქმით, ხვალ, 4 ივნისს, 2 საათზე პრემიერთან, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, შესახვედრად მიდის.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)