|
2018-06-02 17:50:45, 1153 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ როგორც კი, რაიმე გადაცდომა იქნება, ხელისუფლება შესაბამისად იმოქმედებს
არსებობენ გარკვეული ძალები ვისაც აქვს შესაძლებლობა და სურვილი, ოჯახის ტრაგედია გამოიყენონ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, როგორც კი რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს. "ზვიად კუპრავა არ ვიცი საერთოდ ვინ არის და რას წარმოადგენს, მაგრამ რა წარსული აქვს ძალიან კარგად ვიცი. ჩვენთვის დღეს მთავარი ამოცანაა, რომ ამ ოჯახების ტრაგედიით მანიპულირების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ არავის. არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. ვისმენთ გასაოცარ მოწოდებებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში. არსებობენ გარკვეული ძალები ვისაც აქვს შესაძლებლობა და სურვილი, და ეს ბოლო დღეების განმავლობაში კარგად გამოჩნდა, რომ ოჯახის ტრაგედია გამოიყენონ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესისთვის. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ როგორც კი, რამე გადაცდომა იქნება ვინმეს მხრიდან ხელისუფლება იმოქმედებს შესაბამისად, კანონის ფარგლებში", - განაცხადა კახა კალაძემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)