13:40 - 20 Aug, 2026
|
2018-06-02 17:29:45, 1189 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: საქმის დეტალებზე არ გვისაუბრია, რადგან ის პატრიარქია და არა შინაგან საქმეთა მინისტრი
"პატრიარქმა დაგვლოცა და გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას უწმინდესთან საქმის დეტალებზე არ უსაუბრია. "ოჯახთან ერთად ვიყავით პატრიარქთან ლოცვა-კურთხევისთვის. დაგვლოცა და გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს. დეტალებში ყველაფერი მოვუყევი, რასაც ამ დღეების განმავლობაში სხვებთან ვამბობ. საქმის დეტალებზე არ გვისაუბრია, რადგან ის პატრიარქია და არა შინაგან საქმეთა მინისტრი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ცნობისთვის, ზაზა სარალიძე საქართველოს პატრიარქს ცოტა ხნის წინ შეხმდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)