22:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 14:02:16, 1510 ნახვა

კომენტარი
ტარიელ კაკაბაძე: მიმაჩნია, რომ სასჯელი არაადეკვატურია განაჩენთან - დიდი ალბათობით, გავასაჩივრებთ

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე თბილისის საქალაქო სამსამართლოს მოსამართლის ეკა არეშიძის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

კაკაბაძის თქმით, საქმე დიდი ალბათობით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

„იმ ფონზე როდესაც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მოკლა დავით სარალიძე და ჩათვალა, რომ მას ის არ მოუკლავს, მიმაჩნია რომ ეს სასჯელი არაადეკვატურია თვითონ განაჩენთან, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, თუ რას დაწერს მოსამართლე, როგორ დაასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ ჩამოვყალიბდებით გავასაჩირებთ თუ არა. თუმცა ზოგადად სააპელაციოში რომ წავა ეს საქმე და ორივე მხარე გაასაჩივრებს, დიდი ალბათობით მოივლის უზენაეს სასამართლოს, ამაში საზოგადოებას და არავის ეჭვი არ ეპარება“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ გ.ბ.-ს დადუნაშვილის მკვლელობისთვის 10.6 წელი მიესაჯა, ხოლო გ.ჯ.-ს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის 9.9 წელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics