|
2018-05-30 11:20:02, 1138 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ნაბიჯები, რომელიც იდგმება საბანკო სექტორში, ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დაცულობას
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა, კომენტარი გააკეთა საბანკო-საფინანსო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების, განსაკუთრებით, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესის გადახედვის შესახებ. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სადღეისოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე არის გადადგმული. შედეგად, მთელი საბანკო და არასაბანკო სექტორი ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ არის მოქცეული და მასვე გააჩნია ადმინისტრირების შესაძლებლობა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მომდევნო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც იგეგმება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებას შეეხება. მისი შეფასებით, ეს უნდა იყოს სესხების პასუხისმგებლიანი გაცემა და ნაბიჯები, რომელიც იდგმება ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დაცულობას. „ეროვნული ბანკმა რამდენიმე ხნის წინ შემოიღო რეგულაციები, რომლის თანახმადაც ბანკებს საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტის ოდენობით არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემა შეეზღუდათ. ასევე შემოღებული იქნა ახალი რეგულაციები, როგორიცაა გადახდის და შემოსავლის კოეფიციენტი, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ავალდებულებს, რომ მათ შეამოწმონ ადამიანის გადახდისუნარიანობა და მხოლოდ, ამ შემთხვევაში, გასცენ კრედიტი," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, „თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელსაც კრედიტის დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს, კომერციულმა ბანკმა ან სხვა სტრუქტურამ, იგივე ლომბარდმა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, სესხი არ უნდა მისცეს. საბოლოო ჯამში, ეს არის ჩვენი მომხმარებლების დაცვა".
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)