12:10 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 17:53:17, 1380 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 100%-დან 50%-მდე მცირდება

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-სა, ნახევრდება და  50%-მდე მცირდება.

„გვქონდა შემთხვევები, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებაში იწერებოდა პროცენტი, შემდეგ ჩნდებოდა სხვა ტიპის ხარჯები, მაგალითად სესხის გაცემის საკომისიო, მომსახურების საკომისიო და ა.შ. რეალურად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოდიოდა უფრო მაღალი. რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი პრაქტიკა და აქედან გამომდინარე, ყველა საფინანსო ინსტიტუტი თუ კერძო პირი, ვინც იქნება დაკავებული ფინანსური საქმიანობით, ვალდებული იქნება, თავის მომხმარებელთან კონტრაქტში დააფიქსიროს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა ხარჯის მითითებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიურ 50%-ს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმებზე ლიმიტი დაწესდება.

„სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე განისაზღვრება წლიური ლიმიტი 98.55%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული წლიური 150%-ისა. ზღვარის დაწესებით, აღნიშნული ხარჯების ლიმიტი მცირდება 51.45%-ით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად არ გადააჭარბებს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics