|
2018-05-29 15:18:24, 1226 ნახვა
ეკონომიკა
ესპანური კომპანია „REPSOL“-ი საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალს შეისწავლის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია „REPSOL"- ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო ესპანური კომპანიის მხრიდან, "REPSOL" გლობალური ახალი მიმართულებების დირექტორმა მიქელ ერქუიგამ (Mikel Erquiaga) მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კომპანია „REPSOL"-ი მის ხელთ არსებული მასალების შესწავლისა და გადამუშავების შედეგად მოამზადებს და სახელმწიფოს გადასცემს მტკვრის აუზის ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასების ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი შემდგომი ათვისებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები „REPSOL"- ის მონაცემთა ბაზაში გადამზადებას გაივლიან. ანგარიში სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, მტკვრის აუზში ძიების პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვროს. „REPSOL" 1987 წელს დაფუძნდა. დღეს ის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მსხვილ კომპანიას წარმოადგენს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. კომპანიას უჭირავს მსოფლიოში მე-14-ე ადგილი ნავთობკომპანიებს შორის.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)