|
2018-05-29 15:02:53, 1736 ნახვა
ეკონომიკა
„დაემშვიდობე ბანკს“ - საქართველოში ფულის მართვის პირველი აპლიკაცია, სფეისი გამოჩნდა
„დაემშვიდობე ბანკს" სფეისის, ფულის მართვის აპლიკაციის კამპანიის დასაწყისია, რომელიც ხაზს უსვამს ყოველდღიური საბანკო მომსახურების გამარტივების აუცილებლობას. პირველად რეგიონში, სრულიად ციფრული საბანკო მომსახურება - სფეისი შეიქმნა. სფეისი ე.წ. ნეობანკია, ანუ ბანკი ფილიალისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით. სფეისი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლებზე და მიზნად ისახავს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიწოდებას. სფეისის პირველადი ვერსიით უკვე შესაძლებელია დისტანციურად, მობილურ აპლიკაციაში:
სფეისის ერთ-ერთი ძირეული განმასხვავებელი მახასიათებელი მისი უნიკალური დიზაინია, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური მიდგომით. „სფეისში გვჯერა, რომ მომავალი უკვე დადგა. თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები ცვლიან ჩვენს ქცევებს და გვიმარტივებენ სერვისის მიღებას. ჩვენ ვთვლით, რომ ყოველდღიურ ბანკინგს საქართველოში სჭირდებოდა გამარტივება და შევქმენით სფეისი - პირველი, სრულიად ციფრული ნეობანკი, რომელიც შეცვლის ჩვენი ფულის მართვის მიდგომებს", - აცხადებს სფეისის პროექტის ხელმძღვანელი, ლაშა გურგენიძე. „სფეისის შექმნის იდეა 1 წლის წინ თიბისის გუნდის რამდენიმე წევრს გაუჩნდა და ბანკმა მათ მხარი დაუჭირა ამ იდეის განხორციელებაში. ტექნოლოგიური განვითარება და მომხმარებლის ქცევის ცვლილება დიდი გამოწვევაა საბანკო ბაზარზე. ამ გამოწვევის მიღება და გარკვეულწილად ჩვენი კონკურენტის შექმნის ხელშეწყობაც, ჩვენი აზრით, დროულია. სფეისი დამოუკიდებელი ბრენდია და მჯერა, რომ ის ყოველდღიური საბანკო მომსახურების სფეროში ბევრი სიახლის მიზეზი გახდება", - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი. სფეისთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს, ნომერზე - 2 711 711. სფეისის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Google Play-დან. ვებ-გვერდის მისამართია www.space.ge.
(R)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)