17:47 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 13:15:29, 1626 ნახვა

საზოგადოება
უცნობმა პირებმა რკინიგზის სადგურში „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი დააზიანეს

რკინიგზის სადგურში გვიან ღამით, უცნობა პირებმა შტადლერის ორსართულიანი მატარებელი დააზიანეს, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„რკინიგზაში“ იმედოვნებენ, რომ სამართალდამრღვევები დროულად გამოვლინდებიან და პასუხისგებაში მიეცემიან.

„ვანდალური ფაქტი რკინიგზის სადგურში. გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული. საქართველოს რკინიგზამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. შტადლერის ორსართულიანი მატარებელი 6 წუთის დაგვიანებით, თბილისის მიმართულებით 7:30-ზე გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში, აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics