|
2018-05-08 10:26:16, 1659 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო მიზანს, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს
„ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ სემინარზე „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" განაცხადა. „ჩვენ ეს პერსპექტივა გაგვაჩნია ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტების შესაბამისად, რადგანაც ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვადგავართ დემოკრატიული განვითარების გზას, დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას, ევროპული ინტეგრაციის გზას და აუცილებლად ჩვენი მიზანმიმართული ნაბიჯებით და ქმედებით გავხსნით იმ შესაძლებლობების ფანჯარას, როდესაც ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში", - აღნიშნა ჯანელიძემ. მინისტრის თქმით ევროკავშირის მიმართულებით გასული წლების განმავლობაში განსაკუთრებული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველო არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან როგორც დღეს. მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სიკეთეებზე, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე სარგებლობენ, ეს იქნება ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა თუ პროგრამები, როგორიც არის Erasmus +, Horizon 2020 და სხვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა საქართველო არის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიც ყველაზე აქტიურად და ეფექტურად იყენებენ Erasmus +ის პროგრამას, რომელშიც 800-ზე მეტი სტუდენტი და 41 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ასევე მნიშვნელოვანია პროგრამა Horizon 2020, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. „ჩვენი ინტეგრაცია ამ მიღწეულით არ მთავრდება, რა თქმა უნდა ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი ევროპული ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, რასაც ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა ჰქვია. ამ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი დაბრკოლებაა გადასალახი და აუცილებელია პირველ რიგში ინფორმირებულობა. რა თქმა უნდა ეს ცოდნა უნდა იყოს საზოგადოებაში ბავშვობიდანვე და ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში იყოს სრულფასოვნად წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ეხება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას და იმ სიკეთეებს, რომელიც მოაქვს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროექტი და პრიორიტეტი, არამედ ეს არის ძალიან კონკრეტული პრაქტიკული შედეგების მატარებელი. ორი-სამი წლის წინ ვერავინ ვერ იტყოდა, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირი ასეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებდა თუნდაც ბალკანეთის მიმართულებით, მაგრამ წელს ეს უკვე შესაძლებელი გახდა. ასევე ძალიან მალე ეს შესაძლებლობა გაჩნდება საქართველოსთვის და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ჩვენი ახალგაზრდა თაობა უნდა იყოს მზად ამისთვის", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)