16:04 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-10 15:06:28, 213 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა

ივანიშვილის წარმომადგენელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული კრიტიკული რეზოლუციის ტექსტი "შეფასაებასაც არ იმსახურებს".

კობახიძის შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის "დონემდე დავიდა", რაც ტრაგიკულია.

"ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს, სამწუხაროდ, არამხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ზოგადად, ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს, რა თქმა უნდა, ასეთი დოკუმენტები, რაც ძალიან სამწუხაროა, ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ ფაქტიდან". - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, 8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ნავთლუღში მდებარე ისტორიული შენობის ე.წ. სილოს დემონტაჟი და ნგრევა დაიწყო
სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics