|
2015-05-20 09:28:31, 413 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიების პროგრამა დაამტკიცა
26 მაისის საზეიმო ღონისძიება 12 საათზე თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნება,- ამის შესახებ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. კომისიის წევრებმა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიების პროგრამა დაამტკიცეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 26 მაისს სახალხო ზეიმი გაიმართება. „თორმეტ საათზე დაიწყება ღონისძიება საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით, პირველ საათზე ფიცის დადება გაიმართება თავისუფლების მოედანზე, გვექნება ავიაშოუს ელემენტები. მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე რუსთაველის გამზირი დაეთმობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილ კუთხეებს. გველოდება ბევრი სანახაობა. გუდაურის განვითარების ფონდი ხელოვნური გათოვლიანების კუთხეს მოაწყობს, სადაც იქნება საგუნდაო და საციგურაო ადგილები. ასევე, მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ჩატარდება კონკურსები, შეჯიბრებები, გაიმართება მხიარული სტარტები და სხვადასხვა ტიპის კონცერტები. 26 მაისს იქნება ყველაფერი ის, რაც ამ დღეს დაამახსოვრებს მოსახლეობას და შეუქმნის მათ საზეიმო განწყობას“, –აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 26 მაისს საზეიმო კონცერტი გაიმართება ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, რომელიც მიეძღვნება ჯანსუღ კახიძის საიუბილეო თარიღს. ღონისძიებებს პარლამენტის წინ დაგეგმილი გალა–კონცერტი და ფეიერვერკი დაასრულებს. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)