|
2018-03-21 15:23:18, 1521 ნახვა
კომენტარი
ქანთარია: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ზედაპირულად განხილვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არის საკმაოდ რთული და ზედაპირულად მისი განხილვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ქანთარიას ინიციატივით გამოვიდა, რომ უახლოეს მომავალში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე პარლამენტში ღია დებატები გაიმართოს. „თუნდაც რეზოლუციით, ვერ გეტყვით რომ ვარ აღფრთოვანებული. თუ ჩვენ გვინდა რაღაცა გარკვეული ცდა გვქონდეს მივუახლოვდეთ პრობლემას და ვეძებოთ, პრობლემის გადაჭრის გზები. ალბათ, აუცილებელი იქნება, თუნდაც პარლამენტში დებატების სახით ეს თემა გამოვიტანოთ და ყველას გვქონდეს აქ საშუალება, მართლაც ამ ძალიან რთულ თემაზე სიღრმისეულად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არ არის ახალი დაწყებული, არ არის ასე ცალსახა. ზედაპირულად, გარკვეული ლოზუნგების დონეზე საუბრობთ ხოლმე, ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკოსებიც ვაპირებთ ხოლმე და იქნებ მომავალში მართლაც გვეფიქრა ჩვენ, თუნდაც ამ სესიის დამთავრებამდე, რომ შევიკრიბოთ და სიღრმისეულად დებატების სახით, საზოგადოებამ ღიად და აშკარად დაინახოს ვის რა პოზოცი აქვს და ვის როგორ ესახება გამოსავალი, აქედან შესალოა გარკვეულ დასკვნამდეც მივიდეთ“,- განაცხადა ქანთარიამ. დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის რუსეთისადმი მიმართვას კვალიფიციური უწოდა და აღნიშნა, რომ კომფლიქტის მოსაგვარებლად მშვიდობიანი გზა უნდა ავირჩიოთ. „მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ პრემიერის მიმართვა იყო საკმაოდ კვალიფიციური, დროული, ღისებიტ სავსე და მგონია რომ სწორედ გარკვეული წვლილიც შეიტანა იმაში რომ ჩვენ კიდევ შეიძლება გავწვალებულიყაით და ცხედრის გადმოცემას დავლოდებოდით და ეს გახდიდა ერთგვარად დაზაბულობას კიდევ სხვა სიმაღლეზე აივანდა და პროვოკაციებისთვის შექმნიდა ნიადაგს. ამიტომ მგონია რომ უნდა ავირჩიოთ ის რაც გვაქვს უკვე არჩეული და მივყვეთ იმ გას რასაც ქვია მშვიდომიანი გზა და არა ფათერაკში და ისევ ხლართებში გახლართვა“,- აღნიშნა ქანთარიამ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)