|
2018-03-21 15:17:58, 1443 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე პასუხიმგებლობა რუსეთს ეკისრება
არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე პასუხიმგებლობა რუსეთს ეკისრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თალაკვაძემ რეზოლუციის პროექტი წარადგინა და აღნიშნა რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის გადაჭრას საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით შეეცდება. „რა თქმა უნდა, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ამ რეგიონებში ხდება, მათ შორის პასუხისმგებლობა ეკისრება არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, საერთაშორისო სამართლის ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და შექმნილ ვითარებაზე, რაც ორივე ოკუპირებულ რეგიონშია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პასუხები იქნას გაცემული. ამავე დროს, ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი გუნდის პოლიტიკა და მიდგომა პრობლემებთან მიმართებით განუხრელად რჩება პრაგმატული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება და საკუთარი მიღწევების კონსოლიდაცია“, - განაცხადა თალაკვაძემ დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს. დღის წესრიგის თანახმად, დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მესამე მოსმენით განხილვა. პარლამენტი, მიმდინარე კვირაში, პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)