|
2018-03-21 13:58:24, 1386 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობას საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობას საყდრისის საკითხთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. როგორც გოცირეძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საყდრისთან მიმართებაში დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდება. მან ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. "საყდრისთან დაკავშირებით წინა მოწვევის პარლამენტში სამჯერ იყო მოთხოვნა, რომ შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია, თუმცა სამივეჯერ ეს მოთხოვნა უმრავლესობამ დააიგნორა. გრძელდება ის დანაშაულებრივი ქმედება საყდრისთან დაკავშირებით. არ გაიმეოროთ ჩვენი წინამორბედების შეცდომა. ვინ დაადო 16 ჰექტარ ოქროს საბადოს ფასი 15 ათასი ლარის ოდენობით? ეს სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული. ყველა ის პირი, რომელმაც აუქციონზე ეს ქონება ამ ფასად გაიტანა უნდა იყოს გაძევებული სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ქონება არასწორად შეაფასეს, 9 თეთრით ყიდნენნ და თურმე 5 მილიონი ღირებულა. მოგიწოდებთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და ეს საკითხი პარლამენტში განსახილველად რაც შეიძლება მალე იყოს გამოტანილი", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა. ცნობისთვის, საყდრისის ტერიტორია რეკორდულ ფასად, 5 მილიონ 56 ათას ლარად იჯარით გაიცა. ლოტის საწყისი ფასი 15 000 იყო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)