|
2018-03-21 13:41:02, 1415 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, კერძო სექტორს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ
ბელარუსის რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. წლიდან წლამდე ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს და მოვხსნათ ყველა ის შესაძლო ბარიერი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილისა და მიხაილ რუსის შეხვედრა, რომელშიც ორი ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაა, რომელიც შეძლებს, უზრუნველყოს შესაბამისი კონკურენტული ფასები და მოგვცეს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)