|
2018-03-21 13:30:47, 1701 ნახვა
კომენტარი
რასმუსენი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე: არ უნდა გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ტერიტორიები დაკარგულია
„არ უნდა გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ტერიტორიები დაკარგულია - არ მგონია საქართველოსთვის ეს მისაღები იყოს“, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ალიანსი ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. „ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, ასე, რომ შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე რომ ამ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს მეხუთე მუხლი. შეიძლება ვიდაოთ, რომ წარსულში არსებობდა მსგავსი პრეცედენტი და მაგალითად გერმანია მოიყვანოთ, მაგრამ გერმანიის შემთხევაში ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო, აღმოსავლეთ გერმანია არ იყო ოკუპირებული ისე როგორც ოკუპირებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რთული საკითხია, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია - საქართველოს შემთხვევაში ეს ვარიანტი არ იქნება შესაძლებელი, რათა არ გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია. არ მგონია საქართველოსთვის ეს მისაღები იყოს“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)