|
2015-05-19 14:15:54, 479 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დღეს ხელისუფლებაში ელიტური კორუფცია არ არის. როგორც ჯავახიშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, კორუფცია ყველა ქვეყანაში ყოველთვისაა, თუმცა ხელისუფლების მოვალეობაა, ის მინიმუმამდე დაიყვანოს. "რასაკვირველია ხელისუფლებაში ელიტური კორუფცია არ არის. მე ვიცოდე ვთქვათ, რომ ჩემს სფეროში არის კორუფცია, თვალებში შემოგხედავთ და გავაგრძელებთ ურთიერთობას? იმ კორფუციას უნდა ვებრძოლო. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ კორუფცია არის მოუსპობელი დაავადება ყველა ქვეყანაში, ყოველთვის არის და იქნება კორუფცია იმიტომ, რომ ეშმაკი არ კვდება. ჩვენი მოვალეობაა, ხელისუფლებისა, ის დაიყვანოს მინიმუმამდე. მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს დამარცხებულია. არის საზოგადოებაში ცოდვები, რომელიც არასოდეს არ მოიხსნება, ოღონდ საზოგადოებისა და ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა, ის რაღაცა დონეზე, მისაღებ დონემდე დაიყვანოს",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)