|
2018-03-20 21:24:44, 1595 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ტატუნაშვილის ცხედარს ექპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდება, ამის მერე ოჯახში გადაასვენებენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა. მისივე თქმით, ცხედარს ოჯახში ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადაასვენებენ. "ამ წუთებში მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით. პირველ რიგში ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა. ამის შემდეგ მოხდება ცხედრის გადასვენება ოჯახში, სადაც მოლოდინი არის დიდი. ამ წუთებში მნიშვნელოვანია ოჯახს ჰქონდეს მიცვალებულის დატირების და მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა. ჩვენს, სახელმწიფოს და საზოგადოებას უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ღირსეული პატივი მივაგოთ მას. იცით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ყველა სახელმწიფო უწყება იყო ინტენსიურად ჩართული ამ საკითხში. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგიკული საქმის გამოძიება მოხდეს", - განაცხადა ციხელაშვილმა. რაც შეეხება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ჯერ არ გაცნობი და დასძინა, რომ "მნიშვნელოვანია ექსპერტიზა საქართველოში ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს". ცნობისთვის, ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს უკვე გადასცეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)