|
2015-05-19 10:12:00, 555 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: ახლა არ არის საუკეთესო დრო გადაბრალებებისთვის და დაპირისპირებებისთვის
„ახლა არ არის საუკეთესო დრო გადაბრალებებისთვის და დაპირისპირებებისთვის“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ლარის კურსის გაუფასურებისა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის როლის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მთავრობასა ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციია შენარჩუნდეს. „ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში, ახლა არ არის საუკეთესო დრო გადაბრალებებისთვის და დაპირისპირებებისთვის, რადგან მნიშვნელოვანია კოორდინაციის შენარჩუნება, როგორც სამუშაო დონეზე, ასევე რომ საზოგადოება ხედავდეს ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორინირებულ მუშაობას. ჩვენი პოზიცია მთელი ამ პერიოდის განმვლობაში არის მოწოდება კოორდინაციისკენ, ურთიერთთანამშრომლობისკენ, მთავარი რაც საზოგადოებას აინტერესებს არის სტაბილიზაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯები და მთავარი აქცენტი ამაზე უნდა გაკეთდეს“,-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. ამასთან, რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზის შემცირებას გიორგი აბაშიშვილის თქმით, ეს სიახლე არ არის. „ეკონომიკური ზრდის შენელების ნაწილში ახალი არაფერია, ასეთი იყო EBRD-ის პროგნოზი, მთავრობა და ვიცე -პრემიერმა რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, რომ დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ იქნებოდა“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)