18:42 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 20:30:51, 369 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროპაში, რუსეთის პირდაპირ ინტერესებში უნდა იყოს

 საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია რუსეთის პირდაპირ ინტერესებში უნდა იყოს.

როგორც მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველო ეკონომიკურად გამართული, უფრო მეტი ევროპული ინვესტიციებით, რუსეთისთვის ბევრად საინტერესოა.

 „ვფქირობ, რუსეთის პირდაპირ ინტერესში უნდა იყოს საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროპაში და პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველო უფრო სტაბილური, უფრო ეკონომიკურად გამართული, უფრო მეტი ევროპული ინვესტიციებით, ბევრად საინტერესოა რუსეთისთვის, ვიდრე საქართველო, რომელსაც შესაძლებელია ეკონომიკური პრობლემები ჰქონდეს და შესაძლებელია არ იყოს სტაბილური პარტნიორი. ამ თვალსაზრიისთ, მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მივა იმ დასკვნამდე, რომ ძლლიერი საქართველო არის ძლიერი მეზობელი და საქართველოსთან დალაგებული და მოგვარებული პრობლემატიკა, რომელიც დაკავშირებეულია ჩვენს ოკუპაციასთან, ამ პრობლემატიკის გადაჭრის შემდეგ რუსეთს ეყოლება ძალიან საინტერესო პარტნიორი, პარტნიორი, რომელიც მის მომავალს შემატებს დარწმუნებული ვარ, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის პოტენციალიდან. რაც შეეხება რუსეთის ასე ვთქვათ, ამ არჩევანს რუსეთსა და ევროპას შორის, მემგონი ეს არის სწორედ ის, რაც სამწუხაროდ დააყენა რუსეთის ფედერაციამ ვილნიუსში, ეს დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ ჩვენ ამ დამოკიდებულებიდან უნდა გავერიდოთ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა პარტნიორობისა საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლოდვასაც და ამ პარტნიორობით შესაძლბელობები შევუქმნათ რუსეთსაც, მათ შორის იმის მერე, რაც თავის მეზობლებთან ტერიტორული თემატიკა იქნება დალაგებული“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics