|
2018-01-22 12:09:19, 1859 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ხორავას ქუჩაზე 25-მდე პირი იმყოფებოდა, თუმცა მკვლელობა მხოლოდ ორმა ჩაიდინა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განმარტებით, დავით სარალიძესთან დაკავშირებით ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. რაც შეეხება კიდევ ერთ გარდაცვლილს, ლევან დადუნაშვილს, გამოძიების ინფორმაციით, ის ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოკლა. „დავით სარალიძის მიმართ ბრალდებულებს განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ედებათ ბრალად, ერთ ბრალდებულს კი, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი მკვლელობა“, - განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ საქმეში ფიგურირებს ორი დანა, რომელიც ამოღებულია გამოძიების მიერ. „ბრალდების მხარე დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მკვლელობა მხოლოდ ამ ორი დანით იქნა ჩადენილი. შემთხვევის ადგილზე 25-მდე პირი იმყოფებოდა, თუმცა მკვლელობა ამ ორი ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი“, - განაცხადა ზვიას ფხაკაძემ. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)