|
2018-01-19 17:26:20, 3060 ნახვა
სამართალი
პროკურატურა გმირთა მოედანზე სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს
მთავარი პროკურატურა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, რესტორან "აღაში" 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მას ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი. ესენია: 117 მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს), 118 მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც 3დან 5-წლამდე პატიმრობით ისჯება) და 239 მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება). შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს, გმიერთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" ურთიერთშელაპარაკების დროს 3 პირი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ანსამბლის მომღერალია, რომელიც იმ ღამეს რესტორანში მღეროდა. მანამდე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინაროებდა, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობდა.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)