|
2018-01-17 15:25:11, 1841 ნახვა
სამართალი
გახარია ქვლივიძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე - როცა საქმე პოლიციელის უსაფრთხოებას ეხება, ყველა უნდა იყოს უკომპრომისო
„როდესაც საუბარია სამართალდამცველის უსაფრთხოებაზე, უწყების ყველა თანამშრომელი და მოქალაქე უკომპრომისო უნდა იყოს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იქ სადაც, პოლიციელი დაუცველია, ვერც საზოგადოების დაცვა იქნება შესაძლებელი. "არ შევაფასებ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინსტიტუტები ასრულებენ თავის ფუნქციას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავდი მხოლოდ, რომ იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციის უსაფრთხოებას, და პოლიციელის ღირსებას, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ ყველა - შს სამინისტროს ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და თითოეული მოქალაქე, უნდა იყოს უკომპრომისო. საზოგადოება, სადაც პოლიციელი ვერ არის დაცული, იმ საზოაგდოების უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგცემთ ვერავინ", - განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კლუბ „ბასიანთან“ პოლიციელისა და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იგი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ბრალდებულმა შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მისი დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)