|
2018-01-17 12:56:40, 1726 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა განახლდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. დაცვის მხარე კი, დასკვნით სიტყვას სავარაუდოდ, 31 იანვარს იტყვის. პროკურატურა საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. კერძოდ, სახელმწიფო ბრალდებას სურს დეკანოზი მამალაძე გასამართლდეს სსკ-ის 18-109-ე მუხლით, რომელიც განხზრახ მკვლელობის ანგარებით მომზადებას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. პროკურატურა ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმა, თუმცა მოტივის ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა. მამა გიორგი მამალაძე სხდომის დახურვის გამო, პროტესტის ნიშნად პროცესებს არ ესწრება. ადვოკატის ინფორმაციით, ის არც საბოლოო სიტყვის თქმას აპირებს. შეგახსენებთ, 2017 წლის 5 სექტემბერს საპატრიარქოს კარზე მომუშავე დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე პირველი ინსტანციის სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)