|
2018-01-11 15:46:21, 2256 ნახვა
სამართალი
დაცვის მხარე ზურაბ იდოიძისთვის შეფარდებულ პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაკავებულ ზურაბ იდოიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატი იდოიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. თუმცა სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევდა, რომ არსებობდა მისი მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე. სასამართლომ პროკურატურის არგუმენტაცია სრულად გაიზიარა და ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეუფარდა. მოხდა თუ არა იდოიძის დაკავება ტერორიზმის ხელშეწყობაში კიდევ ერთი ბრალდებულის ზურაბ გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე-იდოიძის საქმის პროკურორი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ საქმეში მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო კამერის ჩანაწერები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები არსებობს. პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მტკიცებულებათა შინაარსობრივ ნაწილზე არ საუბრობს. იდოიძეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. მანვე, გამოძიების ცნობით, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)