|
2017-12-28 19:13:39, 3358 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ დაარსებიდან 25 წლის იუბილე აღნიშნა
7 ათასი თანამშრომელი და 2 მილიონზე მეტი კლიენტი - ასე შეხვდა „თიბისი ბანკი“ დაარსებიდან 25 წლის იუბილეს. „თიბისიმ“ საზოგადოებას 25 წლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა. შემაჯამებელი პრეზენტაცია 27 დეკემბერს, თიბისი გალერეაში გაიმართა. ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ამ წლების განმავლობაში ბანკმა გამოაიარა, შეაჯამეს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და საზოგადოებას მომავლის ხედვა გაუზიარეს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალურად იუბილესთვის გამოცემული წიგნი „თიბისი 25“, რომელშიც ბანკის ისტორია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის პარალელურად არის მოთხრობილი. წიგნში შესულია საარქივო ფოტომასალა და ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დაარსების დღიდან თიბისი ბანკის ისტორიაში მომხდარა. 1992 წელს დაარსებული ბანკის კაპიტალი 500 დოლარი იყო. დღეს „თიბისი ბანკის“ კაპიტალი 2 მილიარდ ლარამდეა. 2014 წლიდან „თიბისის აქციები“ ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2016 წლიდან კი, ის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია, 2017 წლიდან „თიბისი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსის წევრი, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 15 ბანკია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი რიცხვები „თიბისი ბანკის“ 25 წლის თავზე:
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)