|
2017-12-24 18:16:18, 2394 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე - ასე შეაფასა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. “სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. ანაკლიის ნავსადგურს ექნება შემდეგი უპირატესობები: სტრატეგიული მდებარეობა; შესაძლებლობა მიიღოს დიდი ზომის გემები (მაგ. პანამაქსი); მომსახურების მიღება „ერთი გაჩერების“ პრინციპით; სწრაფი და მარტივი პროცედურები; წლის ნებისმიერ პერიოდში უსაფრთხო ნაოსნობის შესაძლებლობა”,-ნათქვამია ეკონომიკის სმაინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)