21:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 16:52:50, 2218 ნახვა

მსოფლიო
პალესტინელებმა, ტრამპის გადაწყვეტილების გამო, პროტესტის ნიშნად საშობაო ნაძვის ხეები ჩააქრეს (ვიდეო)

პალესტინელებმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, პროტესტის ნიშნად საშობაო ნაძვის ხეები ჩააქრეს, - ამის შესახებ jewishpress იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საუბარია, ბეთლემის შობის სახელობის ეკლესიის წინ მორთულ ნაძვის ხესა და პალესტინის ყოფილი პრეზიდენტის, იასირ არაფატის საფლავთან მდებარე საშობაო ხეზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულ ფაქტს მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ლიდერების ნაწილმა ტრამპი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა. მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის შეფასებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია. ამასთან, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ახალი ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics