|
2017-11-21 10:56:51, 2534 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: მომხსენებლები დაინტერესდნენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლეტანს შეხვდა. როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე მონიტორინგის კომიტეტის წევრები საკონსტიტუციო რეფორმით დაინტერესდნენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს საკონსტიტუციო რეფორმასთან და ახლად ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. „შეხვედრაზე საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები დაინტერესდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თუ რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ და ასევე იმ ინიცირებულმა ცვლილებებმა, რომლებსაც დეკემბერში ეყრება კენჭი. ვენეციის კომისიაც ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ორგანოს წარმოადგენს და შესაბამისად, ევროპელი სტუმრები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სრულად არიან ინფორმირებულები", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორები, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკური პარტიების და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს შეხვდებიან.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)