10:51 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 17:59:15, 1103 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საადრეო მანდარინის რთველში ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საადრეო მანდარინის რთველში ჩაერთო.

რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის  სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ციტრუსის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებიც ჩაერთნენ.

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული.

ციტრუსის ჯიშები სხვადასხვა ქვეყნიდანაა (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია) შემოტანილი.

რთველის შემდეგ სტუმრები გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობას, ღვინის სახლს, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოს', შპს ,,TCF GEORGIA'' -ს და არასტანდარტული მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს ,,Georgian industrial Asset Management Group''- ს დაათვალიერებენ.

სადედე- სადემონსტრაციო ნაკვეთში 8 ტონამდე მანდარინი დაიკრიფება.

ხვალ, 30 სექტემბერს კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით   ბათუმში ციტრუსის II საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება,  სადაც განიხილება ქართული ციტრუსის რეალიზაციისა და ექსპორტის საკითხები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეციტრუსეობის დარგის ადგილობრივი და უცხო ქვეყნების სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები.

ციტრუსის II საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორია  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

(NS) 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics