|
2017-09-27 21:08:16, 1915 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 19, 20 და 21 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართა. სხდომები, ყველა - 3,634 უბანზე ჩატარდა. ცესკოს ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კომისიების თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი აირჩიეს. „საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები წარიმართა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. 13 ადგილობრივი და 3 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები 58 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ 950-მდე უბანში (საარჩევნო უბნების 26%) აკვირდებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომების მიმდინარეობას. სხდომებს ასევე ესწრებოდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ხოლო რამდენიმე საარჩევნო უბანში სხდომის პროცესი გააშუქეს მედიასაშუალებებმაც. უფლებამოსილი პირების მიერ არცერთი გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შესახებ არ გასაჩივრებულა. გასაჩივრდა მხოლოდ ერთი სხდომის ოქმი (ოქმის შევსების წესისა და შინაარსის დარღვევის გამო), შედეგად, შენიშვნა გამოეცხადათ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის (კრწანისის #19 საუბნო საარჩევნო კომისია) თავმჯდომარესა და მდივანს. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 13 წევრიანი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ უფლებამოსილი პარტიები. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობიდან ხელმძღვანელ პირებად არჩევის უფლებრივი შესაძლებლობა და პირობები თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ წევრზე, გარდა იმ შემთხვევისა, რომ კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები. თავმჯდომარის/მოადგილის/მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს და გადაწყვეტილება მიიღება სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსის წესით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან, კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს 3,410 პირი (94%), მოადგილედ - 3,123 (86%), ხოლო მდივნის პოზიციაზე - 3,235 (89 %)“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. რაც შეეხება უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, მათგან თავმჯდომარე/მოადგილე/მდივნის პოზიციაზე არჩეულ პირთა სტატისტიკა შემდეგია: 19 სექტემბერს სხდომები 69 საუბნო საარჩევნო კომისიაში გაიმართა, 20 სექტემბერს - 2,367 საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხოლო 21 სექტემბერს - 1,198 საუბნო საარჩევნო კომისიაში.
3, 634 საუბნო საარჩევნო კომისიის 47 147 წევრიდან 33, 659 (71.4%) არის ქალი და 13, 488 (28. 6%) კაცი. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევების შედეგების გენდერული სტატისტიკა შემდეგია:
(NS)
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)