|
2017-09-16 10:49:29, 2342 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა
ჩვენი და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში, ერთმანეთს ემთხვევა, ისევე როგორც, თანხვედრაშია გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მან დეტალურად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე რეფორმებზე და მის მნიშვნელობაზე პროდუქტიულობის ზრდის, ინვესტიციების მოზიდვის, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. „ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, რათა ავამაღლოთ ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალი, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი. მსოფლიო ბანკის და ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტია „ახალი ინოვაციური საქართველო". ამ პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება ინოვაციური ცენტრები, სადაც ადამიანებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ როგორც მოიხმარონ ინტერნეტი და გამოიყენონ ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ჩვენ 2 ათას სოფელში შეგვყავს ფართოზოლიანი ინტერნეტი, რაც საშუალებას მოგვცემს რეგიონებში შევიტანოთ ელექტრონული მთავრობის, ელექტრონული მედიცინის, დისტანციური მართვის სერვისები," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა. ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა. (NS)
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)