19:31 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 13:11:30, 2411 ნახვა

ეკონომიკა
2017 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 121.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2017 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 121.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 291.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 15.1 პროცენტით (16.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.5 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.4 მლნ აშშ დოლარი (46.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.3 მლნ აშშ დოლარისა (40.2 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics