|
2017-09-15 12:37:45, 730 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
დღეს, სასტუმრო “SHERATON”-ში, გაიხსნა საქართველოს მეორე საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში. კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ის ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის მხარდაჭერით (პროფესორი გ.გრიგოლია) ასევე ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის კავშირის (პროფესორი მ.ჩხაიძე), აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენცის გახსნას ესწრებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილები, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო დღეების ფარგლებში ჩატარდება სამი ვორკშოპი, რომელთაგან ერთი ეხება რეგიონალურ ანესთეზიას, ანესთეზიის რეგიონალური ასოციაციის გერმანია (ბერლინი) სერთიფიფატის გაცემის უფლებით. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სკიკერები აშშ –დან, საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სასომხეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ა.შ. კონფერენციის 350-დან 400-მდე დელეგატი ესწრება. აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა ანესტეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, გადაუდებელი მედიცინის, მეანობის, პულმონოლოგიის და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვის. კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის მუშაკებს, მთელი საქართველოს მაშტაბით. (NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)