|
2017-09-13 16:26:29, 2163 ნახვა
ეკონომიკა
2017 წლის 8 თვეში ექსპორტი 28,5%-ით არის გაზრდილი
„2017 წლის აგვისტოში ექსპორტი გაიზარდა 25,7% -ით, ხოლო იმპორტი - 1,2% -ით. შესაბამისად, კუმულატიურად, 2017 წლის 8 თვის მონაცემებით ექსპორტში გვაქვს 28,5%-იანი ზრდა, ხოლო იმპორტი გაზრდილია 7,5%-ით“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა. „ექსპორტის მიმართულებით ძირითადად ზრდა გვაქვს ფეროშენადნობების, სასუქების, მინერალური წყლების, ღვინის, სამკურნალო საშუალებების ექსპორტში, შესაბამისად, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება უკვე 2016 წლის სექტემბრიდან. თვიდან თვემდე ექსპორტი მზარდია და საგარეო ვაჭრობა ამ არხით დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ. 2017 წლის 8 თვეში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 28.1 მლნ. აშშ დოლარით. მიმდინარე წლის აგვისტოში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობის (134%), აზოტოვანი სასუქების (84%), სამკურნალო საშუალებების (79%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (64%) და მინერალური და მტკნარი წყლების (23%) ექსპორტი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. (NS)
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)