|
2017-09-04 03:23:23, 1064 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დილიდან ხულოში იმყოფება, სადაც შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათისთვის განახლდა. ამ დროისათვის 3 ჰექტარ ტერიტორიაზე 4 ხანძრის კერაა. მიუვალობის გამო სამაშველო ტექნიკა ხანძრის კერამდე ვერ მიდის. ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამშაველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება ვერტმფრენი, რომლის დახმარებით მოხდება ხანძრის კერების შესწავლა და საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოების გასაგრძელებლად რეკომენდაციების გაწევა, ასევე სამაშველო ბრიგადებისთვის დამხმარე ხელსაწყოებისა და ინვენტარების მიწოდებაც. "მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 200-მდე ადამიანი უკვე გასულია უშუალოდ ლოკაციების ადგილებთან. აქ მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფი, ასევე გარემოს დაცვის სამსახურები. მოსახლეობა, მთავრობა, ყველანი აქ ვართ. ძალიან მალე მოხერხდება ვერტმფრენის ამოფრენა. მოხდება საჰაერო დათვალიერება. ვფიქრობ, ჩვენი ძალებით მოვახერხებთ ცეცხლის ჩაქრობას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია დღეს ამ სამუშაოებში", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. (NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)