|
2017-09-02 10:15:04, 860 ნახვა
რეგიონი
სოფელ ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით, ტერიტორია მიუვალია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ. მისივე თქმით, ხანძრის ლიკვიდირება უახლოეს საათებში მოხდება. "ამ ეტაპისთვის ცეცხლის მთლიანი ფართობი არის დაახლოებით 1.5 ჰექტარი. ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ადგილზე მუშაობას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ. უახლოეს საათებში ველოდებით ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას. ეს არის ალპური ზონა. ცეცხლის კერები იყო გაჩენილი ძირითადად მინდვრის ტერიტორიებზე. სამწუხაროდ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა ხანძრის კერები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გაარკვევს", - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)